ხაშურის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა
აპრილი 27, 2022

27.04.22 – დაბა სურამი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ხაშურის მუნიციპალიტეტში ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის დაბა სურამის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის შიდა ქართლის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ციკო შაქარაშვილმა, მოსწავლეებთან ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ ისაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო იმ შესაძლებლობებს, რასაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება მოიცავს. ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და მასთან გამკლავების გზებს.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.