ხაშურის მუნიციპალოტეტის მერიის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
სექტემბერი 27, 2022
27.09.22 – ხაშური
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფომაციო ცენტრის ორგანიზებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და მერიის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურების წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა შიდა ქართლის რეგიონში ციკო შაქარაშვილმა, დამსწრეებს ცენტრის საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ხაზი გაუსვა ადგილობრივ მოსახლეობასთან, განსაკუთრებით კი საჯარო მოხელეებთან, შეხვედრების გააქტიურების მნიშვნელობას.
მოწვეულმა ექსპერტმა „სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ჟურნალისტმა და სამხედრო ექსპერტმა გიორგი ცხვიტავამ, ვრცლად ისაუბრა საქართველო-ნატოს თანამშრომლობასა და არსებულ გამოწვევებზე. საუბარი, ასევე, შეეხო ჩვენი ქვეყნისთვის ნატო-სთან თანამშრომლობის მნიშვნელობას, პარტნიორობის ისტორიასა და სამომავლო პერსპექტივებს.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატეტის საელჩოსთან ერთად ახორციელებს.