ხაშურის მუნიციპალიტეტის სკოლაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
მარტი 21, 2024
21.03.24 – ხაშური
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საზოგადოების ,,ბილიკი“ თანამშრომლობის ფარგლებში, ხაშურის N8 საჯარო სკოლაში მოსწავლეებსა და პედაგოგებთან საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა შიდა ქართლის რეგიონში ციკო შაქარაშვილმა ცენტრის საქმიანობის სპეციფიკასა და მიზნებზე ისაუბრა.
მოწვეულმა ექსპერტმა, დიპლომატმა და ნატოსთან საქართველოს წარმომადგენლის ყოფილმა მოადგილემ დავით ნარდაიამ, ნატო-ს შექმნის ისტორიაზე, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დინამიკაზე, თანამშრომლობის მექანიზმებსა და გაწევრიანების პროცესში მიღებულ კონკრეტულ სარგებელზე ისაუბრა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.