ხაშურის მუნიციპალიტეტში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
მარტი 21, 2024
21.03.24 – ხაშური
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის აიპებისა და სასპორტო სკოლის პედაგოგებისთვის, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა შიდა ქართლის რეგიონში ციკო შაქარაშვილმა, შეკრებილებს ცენტრის საქმიანობისა დასამომავლო გეგმებზე მიაწოდა ინფორმაცია.
მოწვეულმა ექსპერტმა, დიპლომატმა და ნატოსთან საქართველოს წარმომადგენლის ყოფილმა მოადგილემ დავით ნარდაიამ, ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე ისაუბრა. საუბარი, შეეხო საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დინამიკას, თანამშრომლობის მექანიზმებსა და გაწევრიანების პროცესში მიღებულ სარგებელს.
ღონისძიება აქტიური დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.