ხაშურის საჯარო სკოლების პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მარტი 21, 2023

21.03.23 – ხაშური

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ხაშურის №1 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში, ხაშურის საჯარო სკოლების პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტმენტის დირექტორმა თორნიკე ფარულავამ საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა. ასევე, დამსწრეებს ვრცლად მიაწოდა ინფორმაცია ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა შიდა ქართლის რეგიონში ციკო შაქარაშვილმა გაუწია და მონაწილეებს ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.