ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სკოლის მასწავლებლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
სექტემბერი 26, 2022
26.09.22 – ხელვაჩაური
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მასწავლებლებთან საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, მონაწილეებს ნატო-საქართველოსა და ევროკავშირი-საქართველოს შორის პარტნიორობის არსებულ გამოცდილებასა და სამომავლო პერსპექტივებზე, აგრეთვე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მასთან გამკლავების მეთოდებზე მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა უვიზო მიმოსვლის საკითხებზე, დადგენილ წესებსა და რეგულაციებზე. საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ იმ პროგრამებსა და პროექტებს, რომლებში ჩართულობაც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის არის შესაძლებელი.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს ცენტრის მიერ მომზადებული თემატური ლიტერატურა და საინფორმაციო მასალები გადაეცათ.