ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ივნისი 10, 2021

10.06.21 – სოფელი აჭარისწყალი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყლის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევებსა და ძირითად გამოწვევებზე ისაუბრა. მონაწილეებს მიეწოდათ უახლესი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, საქართველო- ნატოსა და საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დინამიკასა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ეტაპებზე. საუბარი, ასევე, შეეხო უვიზო მიმოსვლით სარგებლობის წესებსა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ იმ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებში ჩართულობაც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის არის ხელმისაწვდომი. ხაზი გაესვა ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მასთან გამკლავების გზებსა და მეთოდებს.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.