ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
სექტემბერი 29, 2021
29.09.21 – სოფელი სალიბაური
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N1 და N2 საჯარო სკოლების უფროსკლასელებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევებსა და ძირითად გამოწვევებზე. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველო-ნატოსა და საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დინამიკას, ევროკავშირის ინსტიტუციურ მოწყობას, ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესში ქვეყნისთვის და თითოეული მოქალაქისთვის გახსნილ შესაძლებლობებს. მომხსენებელმა ხაზი გაუსვა უვიზო მიმოსვლის წესებსა და რეგულაციებს, ევროკავშირის მიერ დაფინასებულ საგანმანათლებლო პროგრამებს, კერძოდ, ERAMUS+ შესაძლებლობებსა და შერჩევის კრიტერიუმებს.
შეხვედრას სოფელ სალიბაურის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ინგა მოსიძე ესწრებოდა, რომელმაც სასკოლო გარემოში ევროინტეგრაციის საკითხებზე საუბრების გააქტიურების მხარდაჭერისთვის მზაობა გამოთქვა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.