ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან შეხვედრა გაიმართა
მაისი 4, 2022
04.05.22 – სოფელი ორთაბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრთან თანამშრომლობით, სოფელ ორთაბათუმში ჩაისუბნის საჯარო სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი, მსმენელებს ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის, სამომავლო პერსპექტივების, ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების მნიშვნელობასა და დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით გათვალისწინებულ სამომავლო ნაბიჯებზე ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის დაარსების ისტორიულ კონტექსტზე, გაფართოების ეტაპებსა და ევროპულ ღირებულებებზე. მომხსენებელმა, ასევე, აუდიტორიას იმ შესაძლებლობებზე მიაწოდა ინფორმაცია, რასაც ევროკავშირთან ინტეგრაციული პროცესები და ასოცირების შესახებ შეთანხმება მოიცავს.
დისკუსიის ფარგლებში, ჩაისუბნის საჯარო სკოლის დირექტორმა ნუნუ ქიქავამ და სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ნანა წულუკიძემ, საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროსთან სამომავლო თანამშრომლობის გააქტიურებისთვის მზაობის გამოთქვეს.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს დაურიგდათ საინფორმაციო მასალები და ცენტრის მიერ მომზადებული თემატური ლიტერატურა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.