ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა
ივნისი 9, 2022
09.06.22 – სოფელი განთიადი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრთან თანამშრომლობით, სოფელ განთიადის სკოლის მოსწავლეებთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი, მონაწილეებს ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობაზე, სამომავლო პერსპექტივებსა და იმ შესაძლებლობებზე ესაუბრა, რასაც ევროკავშირთან ინტეგრაციული პროცესები და ასოცირების შესახებ შეთანხმება მოიცავს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროექტებზე.
დისკუსიის ფარგლებში, მომხსენებელმა მსმენელებს ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მასთან გამკლავების მეთოდებზე მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრის ბოლოს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული თემატური მასალები და ლიტერატურა გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.