ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გონიოს ახალგაზრდებთან, მოსწავლეებსა და პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა

სექტემბერი 23, 2022

23.09.22 – სოფელი გონიო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გონიოს ახალგაზრდებთან, მოსწავლეებსა და პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილი, მსმენელებს ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის, სამომავლო პერსპექტივების და იმ შესაძლებლობების შესახებ ესაუბრა, რასაც ევროკავშირთან ინტეგრაციული პროცესები და ასოცირების შესახებ შეთანხმება მოიცავს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროექტებზე.

დისკუსიის ფარგლებში, მომხსენებელმა ანტიდასავლური პროპაგანდა და მასთან გამკლავების მეთოდები განიხილა.

შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული თემატური მასალები და ლიტერატურა გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.