ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
აპრილი 27, 2023
27.04.23 – ხელვაჩაური
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, მოწვეულმა სპიკერმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით ბუჯიაშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დინამიკაზე, მის მნიშვნელობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა გაუწია და ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე ისაუბრა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.