ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიქუნეთის სკოლაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 20, 2024
20.02.24 – სოფელი ჩიქუნეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიქუნეთის საჯარო სკოლაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესის დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე, ევროინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდებისთვის გახსნილ სხვადასხვა შესაძლობლობასა და მოსწავლეებს საინფორმაციო ცენტრთან აქტიური კომუნიკაციისთვის არსებული არხები და პლატფორმები გააცნო.
თავის მხრივ, საინფორმაციო ცენტრის სტაჟიორმა ანეტი ბერიძემ ახალგაზრდებს ERASMUS+ პროგრამაში მონაწილეობის პირობებზე, უპირატესობებსა და შერჩევის კრიტერიუმებზე მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრას ესწრებოდა სოფელ ჩიქუნეთის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა მელაძე, რომელმაც სასკოლო სივრცეში ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ საუბრების გააქტიურების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ახალგაზრდების საინფორმაციო ცენტრის აქტივობებში ჩართულობაზე ესაუბრა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.