ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიქუნეთის სკოლაში ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 20, 2024
20.02.24 – სოფელი ჩიქუნეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის მხარდაჭერით, სოფელ ჩიქუნეთის საჯარო სკოლის მასწავლებლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის შექმნისა და გაფართოების ეტაპებზე, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობაზე, ასოცირების ხელშეკრულებასა და იმ ხელშესახებ სიკეთეებზე, რომელიც ევროკავშირთან დაახლოების გზაზე იქნა მიღწეული. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მნიშვნელობაზე და შემდომ ეტაპებზე.
მომხსენებელმა, ასევე, საინფორმაციო ცენტრის მიზნებზე, მიმდინარე და განხორცილებულ აქტივობებზე ისაუბრა.
გაიმართა დისკუსია მსმენელებისთვის საინტერესო საკითხებზე და გამოითქვა მოსაზრებები სასკოლო სივრცეში მსგავსი ფორმატის შეხვედრების ჩატარების პერიოდულობაზე.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.