ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტუნეთის სკოლაში ევროატლანტკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
მარტი 21, 2024
21.03.24 – სოფელი ჩხუტუნეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის მხარდაჭერით, სოფელ ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ევროატლანტკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში, ირმა გაბინაშვილმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ისტორიის, ევროკავშირსა და ნატოსთან თანამშრომლობის დინამიკის, ხელშესახები შედეგებისა და პერსპექტივების, აგრეთვე, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში გახსნილი შესაძლებლობების და ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს მიერ განვლილ გზაზე, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობასა და მასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და ეტაპებზე.
შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ERASMUS + გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის პირობებზე, შერჩევის კრიტერიუმებსა და პროგრამაში წარმატებით ჩართულობისთვის გასათვალისწინებელ ფაქტორებზე.
შეხვედრას ესწრებოდა სოფელ ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის დირექტორი ნაირა ღონიაძე, რომლებმაც საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობის გააქტიურებით ახალგაზრდებისთვის საინტერესო პროექტებში ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.