ხელვაჩაურისა და შუახევის მუნიციპალიტეტების კულტურის ცენტრების თანამშრომლებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა

მარტი 17, 2021

17.03.21 – ხელვაჩაური და შუახევი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ორგანიზებით, ხელვაჩაურისა და შუახევის მუნიციპალიტეტების კულტურის ცენტრების თანამშრომლებისთვის უვიზო მიმოსვლის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, მონაწილეებს ევროინტეგრაციის პროცესის დინამიკაზე და იმ შესაძლებლობებზე მიაწოდა ინფორმაცია, რასაც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა უხსნის. ყურადღება გამახვილდა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესებსა და ამ წესების დარღვევასთან დაკავშირებულ რისკებზე. ასევე, ხაზი გაესვა ევროკავშირის მიერ დაფინასებულ პროგრამებს და იმ სარგებელს, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის არის ხელმისაწვდომი.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.