ხელვაჩაურში მცხოვრები მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის ევროინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა და ვიქტორინა გაიმართა
მაისი 25, 2021

25.05.21 – ხელვაჩაური
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ორგანიზებით, ხელვაჩაურში მცხოვრები მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის ევროინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა და ვიქტორინა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, მონაწილეებს ნატოსა და ევროკავშირის მიზნები, პრინციპები, ფუნქციონირება, საქართველო-ევროკავშირისა და საქართველო-ნატოს ურთიერთობებების პროცესი და ინტეგრაციის ეტაპები გააცნო. შეხვედრაზე, ასევე, გაიმართა ვიქტორინა, რომლის შეკითხვებიც ევროკავშირისა და ნატოს შექმნის გამომწვევ ფაქტორებს, გაფართოებებს, წევრ ქვეყნებს, სამშვიდობო მისიებსა და სიმბოლოების მნიშვნელობებს ეხებოდა. ვიქტორინის ყველაზე კომპეტენტურ და აქტიურ მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრისგან სიმბოლური პრიზები გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.