ხობის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

მარტი 25, 2022

25.03.22 – სოფელი თორსი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ თორსის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ, ალიანსის შექმნის ისტორიაზე, მიზნებზე, ამოცანებზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე, გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

საუბარი, ასევე, შეეხო ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებს.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.