ხობის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

მარტი 2, 2022

02.03.22 – სოფელი ჭალადიდი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ, ნატო-ს შექმნის ისტორიაზე, ნატო-საქართველოსა და ევროკავშირი-საქართველოს შორის თანამშრომლობაზე, გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებზე, ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებზე, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამაზე.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.