ხობის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ივნისი 8, 2021

08.06.21 – ახალი ხიბული

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს ორგანიზებით, სოფელ ახალი ხიბულის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ასოცირების ხელშეკრულებაზე, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებსა და პროგრამა ERASMUS+ შესაძლებლობებზე განათლების მიმართულებით. ხაზი გაესვა ევროკავშირის მიერ დაფინასებულ პროგრამებსა და იმ ხელშესახებ სარგებელს, რასაც საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში იღებს. მომხსენებელმა, ასევე, ხაზი გაუსვა ანტიდასავლურ პროპაგანდას, მისგან მომდინარე საფრთხეებსა და საზოგადოების მედეგობის გაძლიერების აუცილებლობას.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.