ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
აპრილი 27, 2023
27.04.23 – ხობი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავამ ცენტრის მიზნებსა და საქმიანობაზე ისაუბრა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა ზურაბ ხამაშურიძემ, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის დინამიკაზე და ევროინტეგრაციის პროცესის ფარგლებში მიღებულ ხელშესახებ სარგებელზე. ყურადღება გაამახვილა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებასა და კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.