ხონის „ახალგაზრდული იდეის“ მონაწილეებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

დეკემბერი 20, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს ორგანიზებით, ხონის „ახალგაზრდული იდეის“ მონაწილეებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, ახალგაზრდებს ცენტრის საქმიანობა გააცნო. ყურადღება გამახვილდა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე, ნატოსა და ევროკავშირის შექმნისა და გაფართოების ისტორიაზე, დასაცლურ ინსტიტუტებთან სტრატეგიულ პარტნიორობასა და გაწევრიანების პერსპექტივებზე.

შეხვედრის დასასრულს კითხვა-პასუხი გაიმართა.

სემინარი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.