ხონის ახალგაზრდული იდეის მონაწილეებთან უვიზო მიმოსვლის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
აპრილი 26, 2021
26.04.21 – ხონი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიურომ ხონის ახალგაზრდული იდეის მონაწილეებთან თანამშრომლობით, უვიზო მიმოსვლის საკითხებზე შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებული რეგულაციები გააცნო. საინფორმაციო ცენტრის სტაჟიორმა შოთა კვარაცხელიამ ერასმუს+ გაცვლით პროგრამებზე პრეზენტაცია წარადგინა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.