ხონის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების და ა(ა)იპების ხელმძღვანელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მარტი 22, 2023

22.03.23 – ხონი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ხონის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, მერიის სამსახურების და ა(ა)იპების ხელმძღვანელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა გააცნო და პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ მიზნებზე ესაუბრა.

მოწვეულმა ექსპერტმა, „სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ჟურნალისტმა და სამხედრო ექსპერტმა გიორგი ცხვიტავამ, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობაზე, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღია კარის პოლიტიკასა და საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების უალტერნატივობაზე ისაუბრა.

შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური საინფორმაციო მასალები დაურიგდათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.