ქალაქ ხონის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 2, 2023

02.02.23 – ხონი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და სსიპ მოსე ხონელის სახელობის ქალაქ ხონის N1 საჯარო სკოლის დირექციის ერთობლივი ორგანიზებით, მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, მოსწავლეებს ნატო-ს შექმის ისტორია გააცნო და იმ სიკეთეებზე ესაუბრა, რასაც გაწევრიანების შემდგომ ეტაპზე ქვეყანა მიიღებს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში წევრობის მნიშვნელობასა და ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდაზე ევროინტეგრაციის პროცესში.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა გამოთქვეს თანამშრომლობისა და ჩართულობის სურვილი ცენტრის მიერ დაგეგმილ აქტივობებში.

შეხვედრას სკოლის დირექტორი შორენა კაკაბაძე ესწრებოდა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა ევროპულ ღირებულებებსა და იმ სიკეთეებზე, რასაც ჩვენი ქვეყანა ევროინტეგრაციის გაზაზე იღებს.

დასასრულს მოსწავლეებს საინფორმაციო ცენტრის საიმიჯო მასალები გადაეცათ.