ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახახულევის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 2, 2023
02.02.23 – სოფელი ნახახულევი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახახულევის საჯარო სკოლის ერთობლივი ორგანიზებით, მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, მოსწავლეებს ნატო-ს შექმის ისტორია და გაფართოების ეტაპები გააცნო. საუბარი, ასევე, შეეხო უვიზო მიმოსვლას, კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობასა და იმ გამოწვევებს, რომლელიც 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებას ეხება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა გამოთქვეს თანამშრომლობის და ჩართულობის სურვილი ცენტრის მიერ დაგეგმილ აქტივობებში.
შეხვედრას მოდერაციას ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი სოფიო კაკაბაძე უწევდა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა მოსწავლეთა მეტ ინფორმირებაზე ევროინტეგრაციის საკითხებზე.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საიმიჯო მასალები გადაეცათ.