ხონის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
სექტემბერი 28, 2022
28.09.22 – ხონი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, ხონის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მონაწილეებს, საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძე, ცენტრის მიზნებსა და საქმიანობის პრიორიტეტებზე ესაუბრა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ბუჯიაშვილმა, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკასა და ევროინტეგრაციის პროცესში მიღებულ სარგებელზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე.
შეხვედრას, ხონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გერასიმე მჟავანაძე და ხონის საკრებულოს თავჯდომარის პირველი მოადგილე გელა ჩოგოვაძე ესწრებოდნენ.
დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური ლიტერატურა და საიმიჯო მასალები გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.