ხონის მუნიციპალიტეტის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მაისი 15, 2023

15.05.23 – სოფელი ივანდიდი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, მოსწავლეებსა და პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები და მიზნები გააცნო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკას, გამოწვევებს, ხელშესახებ სიკეთეებსა და სამომავლო პერსპექტივებს.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.