ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კუხის სკოლაში ევროინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 1, 2024

01.02.24 – სოფელი კუხი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ინიციატივითა და ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კუხის საჯარო სკოლის დირექციასთან თანამშრომლობით მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა, მისია და პროექტები გააცნო. საუბარი შეეხო ნატოს შექმნის ისტორიას, გაფართოების ეტაპებსა და ნატო-საქართველოს ურთიერთობის დინამიკას. შეხვედრაზე ვიქტორინაც შედგა, მონაწილეებს კი სიმბოლური საჩუქრები გადეცათ.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრაზე ვიქტორინა გაიმართა, სადაც გამარჯვებულებს სიმბოლური პრიზები ხოლო ყველა მოსწავლეებს თემატური საინფორმაციო მასალები დაურიგდათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.