ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

იანვარი 17, 2024

17.01.24 – ხონი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირის სკოლასთან თანამშრომლობით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას სკოლის მოსწავლეები და გეოგრაფიის, ისტორიისა და სამოქალაქო საგნის პედაგოგები ესწრებოდნენ.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა, მისია და პროექტები გააცნო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირის შექმნის ისტორიას, გაწევრიანების ეტაპებსა და ევროკავშირის დაფინანსებულ საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობებს. ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობაზე, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ პროცედურებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსწავლეებს კი თემატური საინფორმაციო მასალები დაურიგდათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.