ხონის საჯარო სკოლაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

იანვარი 26, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, ხონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგებთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრა “ინგლისური ენის პედაგოგთა სივრცის” ორგანიზებით გაიმართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს განათლების მიმართულებით. ასევე, პედაგოგების ყურადღება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში განათლებისა და გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობამ მიიქცია. საუბარი შეეხო უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ რეგულაციებსა და ინ ბენეფიტებს, რასაც ევროკავშირი უვიზო გადაადგილების ფარგლებში საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს თემატური საინფორმაციო მასალები დაურიგდათ.