ხონის სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
მარტი 26, 2021
26.03.21 – ხონი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროსა და ხონის N4 საჯარო სკოლის ორგანიზებით, სკოლის მოსწავლეებისა და სამოქალაქო საგნის მასწავლებლებისთვის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, მოსწავლეებს ცენტრის საქმიანობა გააცნო და იმ აქტივობებზე ესაუბრა, რომელიც მიმდინარე წლის მანძილზე იგეგმება. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს პარტნიორობაზე, ევროკავშირის შექმნის ისტორიაზე და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე. ასევე, საუბარი შეეხო უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ რეგულაციებს.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.