ხონში დევნილთა დასახლებაში შეხვედრა გაიმართა
მარტი 9, 2022
09.03.22 – იმერეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ხონის დევნილთა საინიციატივო ცენტრის ერთობლივი თანამშრომლობით, ხონში დევნილთა დასახლებაში შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ ცენტრის საქმიანობის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ მოსახლეობის მედეგობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა პროექტზე „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“, რომელსაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური დახმარებით საინფორმაციო ცენტრი 2018 წლიდან ახორციელებს.
შეხვედრაზე მომხსენებელმა განიხილა ევროპული ინტეგრაციის პროცესი, მასთან დაახლოების ეტაპები, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებული რეგულაციები. საუბარი შეეხო ნატო საქართველოს თანამშრომლობას, მე-10 და მე-5 მუხლებსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს.
შეხვედრას, რომელსაც 70-მდე მონაწილე ესწრებოდა, მოდერაცია სტუდენტური პარლამენტის წევრი ანი მგალობლიშვილმა გაუწია.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.