ხულოს ახალგაზრდული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის მონაწილეებთან შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა
აპრილი 29, 2024
29.04.24 – ხულო
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ხულოს ახალგაზრდული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის მონაწილე ახალგაზრდებისთვის შემეცნებითი ღონისძიება მოეწყო.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე, ევროინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდებისთვის გახსნილ სხვადასხვა შესაძლებლობაზე და მოსწავლეებს საინფორმაციო ცენტრთან აქტიური კომუნიკაციისთვის არსებული არხები და პლატფორმები გააცნო.
ღონისძიების მეორე ნაწილში გაიმართა თემატური ვიქტორინა, რომლის მეშვეობითაც მონაწილეებმა უპასუხეს შეკითხვებს ევროკავშირის ისტორიის, ფუნქციონირებისა და მიზნების, აგრეთვე, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მნიშნელოვან საკითხებზე.
ღონისძიებაში ჩართული იყო სხვადასხვა ასაკის 40 მოსწავლე, რომელთაგან საუკეთესო მსმენელები ხულოს მერიის პროგრამის ფარგლებში შემეცნებითი ტურის მონაწილეებად შეირჩნენ.
შეხვედრის დასასრულს, გაიმართა დისკუსია ახალგაზრდებისთვის საინტერესო საკითხებზე.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.