ხულოს კულტურის ცენტრის, ადგილობრივი მერიის, ქალთა ოთახისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა
მაისი 20, 2021
20.05.21 – ხულო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ორგანიზებითა და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ხულოს კულტურის ცენტრის, ადგილობრივი მერიის, ქალთა ოთახისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ეტაპები მიმოიხილა და შეხვედრის მონაწილეებს ამ პროცესის დინამიკა გააცნო. ყურადღება გამახვილდა იმ შესაძლებლობებზე, რასაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება მოიცავს. საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირის მიერ დაფინასებულ პროგრამებსა და იმ სარგებელს, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის არის ხელმისაწვდომი. შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხებზე საუბრისას კი აქცენტი გაკეთდა დადგენილ წესებსა და ამ წესების დარღვევასთან დაკავშირებულ რისკებზე. შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია აუდიტორიითვის საინტერესო საკითხებზე.
ონლაინ სემინარს ესწრებოდა ხულოს კულტურის ცენტრის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო განყოფილების ხელმძღვანელი ლია ბოლქვაძე, რომელმაც ხულოს კულტურისა და საგანამანათლებლო დაწესებულებებში ევროინტეგრაციის საკითხებზე საუბრების გააქტიურების მხარდაჭერისთვის მზაობა გამოთქვა.