ხულოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივ მოსახლეობასა და შშმ პირთა თემის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

დეკემბერი 2, 2022

02.12.22 – ხულო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ხულოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივ მოსახლეობასა და შშმ პირთა თემის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე, ამ პროცესში არსებულ მიღწვებსა და გამოწვევებზე, აგრეთვე იმ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რომლებსაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამები და პროექტები სთავაზობს. შეხვედრის მთავარი მიზანი იმ მითებისა და სტერეოტიპების დანგრევა იყო, რომლებიც შშმ პირების სრულფასოვნად ადაპტირების, დასაქმების ხელმისაწვდომობის პროცესს ახლავს თან და საზოგადოების ყველა სფეროში ინტეგრირების გაცნობიერებულ არჩევანს უკავშირდება.

დისკუსიის ფარგლებში, მომხსენებელმა ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მასთან გამკლავების მეთოდებზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული თემატური მასალები და ლიტერატურა დაურიგდათ.