ხულოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

დეკემბერი 2, 2022

02.12.22 – ხულო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ხულოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, მსმენელებს ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის, სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. Მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების მნიშვნელობაზე, დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით გათვალისწინებულ სამომავლო ნაბიჯებსა და იმ შესაძლებლობებზე, რასაც ევროკავშირთან ინტეგრაციული პროცესები და ასოცირების შესახებ შეთანხმება მოიცავს. ყურადღება, ასევე, გამახვილდა ევროკავშირის დაარსების ისტორიულ კონტექსტზე, გაფართოების ეტაპებსა და ევროპულ ღირებულებებზე.

დისკუსიის ფარგლებში, მომხსენებელმა ხაზი გაუსვა ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და მასთან გამკლავების მეთოდებს.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა ვიქტორინა, ყველაზე აქტიურ მსმენელებს საინფორმაციო ცენტრისგან თემატური ლიტერატურა და საინფორმაციო მასალები გადაეცათ.