ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

აპრილი 14, 2022

14.04.22 – სოფელი ქედლები

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქედლების საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის მაღალმთიანი აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ჯოყილაძემ, მონაწილეებს ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის, არსებული მიღწევებისა და პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროექტებზე.

სემინარზე საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარდგენასთან დაკავშირებულ არსებულ ეტაპებსა და იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც უნდა იქნას მიღებული ევროკავშირის მხრიდან.

ასევე, ხაზი გაესვა ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და მასთან გამკლავების მეთოდებს.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ მეორე ფაზის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.