ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლის მასწავლებლებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ივლისი 26, 2021
26.07.21 – სოფელი ქვემო და ზემო ვაშლოვანი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ზემო აჭარის ბიუროს ორგანიზებით, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო და ზემო ვაშლოვანის სკოლის მასწავლებლებთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მონაწილეებს ევროპულ-ქართული ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი შალვა ჩხაიძე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებზე ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხსა და იმ შესაძლებლობებზე, რასაც ევროკავშირი გვთავაზობს. შეხვედრის დასასრულს აუდიტორიისთვის საინტერესო თემებზე დისკუსია გაიმართა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.