ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა
მაისი 6, 2022

06.05.22 – სოფელი დიოკნისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისის საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და პედაგოგებთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის მაღალმთიანი აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ჯოყილაძემ, მონაწილეებს ევროპული ინტეგრაციის ისტორიის, ევროკავშირი – საქართველოს თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირის გაფართოების ეტაპებსა და ევროპულ ღირებულებებს, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხებსა და იმ შესაძლებლობებს, რასაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება მოიცავს.
ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების მნიშვნელობასა და დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით გათვალისწინებულ სამომავლო გეგმებზე. საუბარი, ასევე, შეეხო ანტიდასავლურ პროპაგანდასა და გავრცელებულ დეზინფორმაციებს, რომელთა მიზანიც მოსახელობაზე უარყოფითი ზეგავლენის მოხდენაა.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა ვიქტორინა და გამოვლინდნენ გამარჯვებულები.