ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
მარტი 24, 2022
![maghalmthiani-atcara](https://infocenter.gov.ge/wp-content/uploads/2022/12/maghalmthiani-atcara-4.png)
24.03.22 – სოფელი ხიხაძირი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხაძირის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის მაღალმთიანი აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ჯოყილაძემ, მონაწილეებს ევროკავშირის ისტორიის, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარდგენასთან დაკავშირებულ არსებულ ეტაპებზე; თუ რა გზა უნდა გაიაროს გაწევრიანების მსურველმა სახელმწიფომ და რა გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული ევროკავშირის მხრიდან.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.