ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
მარტი 31, 2022
31.03.22 – სოფელი წაბლანა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის მაღალმთიანი აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ჯოყილაძემ, მონაწილეებს ევროკავშირი-საქართველოსა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის, არსებული შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ მიაწოდა ინფრომაცია. ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობების საკითხებზე – კერძოდ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარდგენასთან დაკავშირებულ არსებულ ეტაპებზე და იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც უნდა იქნას მიღებული ევროკავშირის მხრიდან.