ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
აპრილი 20, 2021
20.04.21 – ხულო
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით, ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევებსა და ძირითად გამოწვევებზე. შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ უახლესი ინფორმაცია საქართველო-ნატოს თანამშრომლობის დინამიკაზე, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შექმნისა და ფუნქციონირების ძირითად მიზნებზე, გაფართოების ეტაპებსა და ალიანსის დღის წესრიგში საქართველოს პერსპექტივებზე. საუბარი, ასევე, შეეხო ევროინტეგრაციის პროცესის მიზანს, მნიშვნელობასა და მის წინააღმდეგ გააქტიურებულ ანტიდასავლურ პროპაგანდას.
შეხვედრის დასასრულს, გაიმართა დისკუსია, სადაც მოსახლეობაში გავრცელებული მითები განიხილეს და კონკრეტული არგუმენტებით მიმოიხილეს რეალური ფაქტები.