ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მაისი 20, 2022

20.05.22 – სოფელი ღორჯომი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის მაღალმთიანი აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ჯოყილაძემ, მონაწილეებს ევროკავშირის ისტორიის, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის, არსებული მიღწევებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, გავრცელებულ დეზინფორმაციასა და მასთან გამკლავების მეთოდებზე.

შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარდგენასთან დაკავშირებულ ეტაპებსა და იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც უნდა იქნას მიღებული ევროკავშირის მხრიდან.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.