ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლის უფროსკლასელებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ოქტომბერი 12, 2021
12.10.21 – სოფელი ბეღლეთი და რიყეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთისა და რიყეთის საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის მაღალმთიანი აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ჯოყილაძემ, მონაწილეებს ნატო-ს ისტორიის, ნატო-საქართველოს თანამშრომლობისა და არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოსა და ევროკავშირი-საქართველოს შორის პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებზე, აგრეთვე, გავრცელებულ დეზინფორმაციებზე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და საქართველოს როლზე გლობალური უსაფრთხოების პროცესში.
დისკუსიის ნაწილში მონაწილეებმა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის საკითხები განიხილეს.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.