ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლის უფროსკლასელებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
სექტემბერი 28, 2021
28.09.21 – ხულო
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის მაღალმთიანი აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ჯოყილაძემ, ევროკავშირის ისტორიაზე, საქართველო-ევროკავშირს შორის პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში ინტეგრაციის საშუალებით გახსნილ შესაძლებლობებსა და შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხებზე. საუბარი, ასევე, შეეხო გავრცელებულ დეზინფორმაციებსა და ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებს.
მონაწილეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ საგანმანათლებლო პროგრამით Erasmus+ და იმ შესაძლებლობებით, რომლებსაც ევროკავშირი გვთავაზობს. შეხვედრის დასასრულს აუდიტორიისთვის საინტერესო თემებზე დისკუსია გაიმართა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.