ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
სექტემბერი 21, 2022
21.09.22 – სოფელი აგარა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მაღალმთიანი აჭარის რეგიონში ბექა ჯოყილაძემ, მონაწილეებს ევროკავშირის ისტორიის, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროექტებზე.
სემინარზე საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ევროპულ პერსპექტივასა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომას, რომელიც 2022 წლის 6 სექტემბერს ქალაქ ბრიუსელში გაიმართა.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა ვიქტორინა, რომლის შემდეგაც გამარჯვებულებს გადაეცათ ცენტრისგან საიმიჯო მასალები.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.