ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სექტემბერი 20, 2022

20.09.22 – ღორჯომი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის ხეობაში მცხოვრებ ახალგაზრდებთან საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მაღალმთიანი აჭარის რეგიონში ბექა ჯოყილაძემ, მონაწილეებს ნატო-ს ისტორიის, ნატო-საქართველოს თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ანტი-დასავლურ პროპაგანდის საფრთხეებსა და მასთან ბრძოლის გზებზე.

საუბარი, ასევე, შეეხო საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობასა და საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მნიშვნელობაზე.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ მეორე ფაზის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.