ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
სექტემბერი 6, 2022
06.09.22 – ხულო
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
მონაწილეებს შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი მაღალმთიანი აჭარის რეგიონში ბექა ჯოყილაძე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა. აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა მადრიდის სამიტზე, ნატო-ს ნორდიკული გაფართოების პერსპექტივასა და ამ ფაქტის მნიშვნელობაზე საქართველოსთან მიმართებაში.
ასევე, საუბარი შეეხო საქართველო-ნატოს თანამშრომლობის მიღწევებსა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებს. ყურადღება გამახვილდა კოლექტიური თავდაცვის პრინციპსა და ორგანიზაციის როლზე მსოფლიოში მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.