ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ივლისი 28, 2021

28.07.21 – ხულო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ზემო აჭარის ბიუროს ორგანიზებით, ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის ზემო აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ჯოყილაძემ, მონაწილეებს ნატო-ს ისტორიის, ნატო-საქართველოს თანამშრომლობისა და არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოსა და ევროკავშირი-საქართველოს შორის პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებზე, აგრეთვე, გავრცელებულ დეზინოფრმაციებზე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და საქართველოს როლზე გლობალური უსაფრთხოების პროცესში.

მონაწილეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის საკითხებით. შეხვედრის დასასრულს აუდიტორიისთვის საინტერესო თემებზე დისკუსია გაიმართა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.